საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამას ემხრობა წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, ასევე ევროპარლამენტი, რადგანაც საყოველთაოდ არის გაცნობიერებული და აღიარებული, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება. თუკი ამისთვის აუცილებელი გახდა დამატებითი ბიძგი, მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ”, - განმარტა იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში. "ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, პრიორიტეტულია. ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის ევროპული სკოლის დაარსების იდეა, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.