პოლიტიკა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადება

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი.  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა.

 აღსანიშნავია, რომ   "ქართული ოცნების" და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მათ შორის, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი.

 მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც, ცხადია, არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის "ქართულ ოცნებასთან", როგორც ჩანს, ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ, მის სპეციფიკურ იუმორთან იყო დაკავშირებული“.