აქტუალური
Rey Airlines საქართველოში ავიაკომპანიას აფუძნებს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. თურქული ავიაკომპანია Rey Airlines  საქართველოს დროშის ქვეშ ავიაკომპანიის დაფუძნებას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს. Rey Airlines-მა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“  შუამდგომლობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან გუშინ მოლაპარაკება გამართა.