საზოგადოება
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცედურული დეტალები თანმიმდევრულად მიმდინარეობს.
„ჩვენ გვაქვს პოზიტიური განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ 5 სექტემბერს LIBE-ს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვაქვს პოზიტიური განცდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები ამ კუთხით არ იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.