აქტუალური
საქართველოსა და ესტონეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

estonian_airთბილისსა და ტალინს შორის პირდაპირ ავიარეისებს ესტონური სახელმწიფო ავიაკომპანია "Estonian Air"-ი განახორციელებს. საქართველოსა და ესტონეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ განცხადება ესტონეთის ეკონომიკისა და კავშირგამბულობის მინისტრმა იუხან პარტსმა გააკეთა. აღნიშნული განცხადება ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის – რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტის დროს გაკეთდა. ნიკოლაიშვილმა და პარტსმა პირისპირ შეხვედრისას, მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ტალინსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიერისების დანიშვნის საკითხიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ტალინსა და თბილისს შორის ავიერისების დანიშვნაზე საუბარი ადრეც მიმდინარეობდა. ესტონური ავიაკომპანია "Estonian Air"-ი სახელმწიფოს საკუთრებაა.შეგახსენებთ, რომ რამაზ ნიკოლაიშვილის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში 6 იანვარს დასრულდება.