საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ექსპერტმა განაცხადა, რომ ვალერი გელაშვილმა ლიტვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას თვითონ მიმართა. დაზიანებები კი, რომლებიც მას აღენიშნებოდა, მძიმე ხარისხის იყო. ამით ბრალდების მხარემ თავისი მოწმეების დაკითხვა დაასრულა. პროკურატურამ წერილობითი და ვიდეომტკიცებულებებიც გამოიკვლია. შემდეგ სხდომაზე დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყება. ვანო მერაბიშვილს ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენს მერაბიშვილის დავალებით სოდ-ის სპეცრაზმი ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით სასტიკად გაუსწორდა. ამავე საქმეზე ბრალდებულია სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია სირაძე.
პროკურატურის მტკიცებით, თავდასხმის მოტივაცია სააკაშვილის წინააღმდეგ გელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.