საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება. ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით: ადგილობრივი მეღვინეობის განვითარება, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა. მეორე - ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება. წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშის სუბსიდირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯოს სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში, სანამ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება, საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე - ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება, რათა ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ და საბოლოო ჯამში გავთავისუფლდეთ სუბსიდიისგან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.