სამართალი
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. მთავარ პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ გურამ რჩეულიშვილი არ ჩაბარებულა და ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გუკა რჩეულიშვილი უკვე გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისევე, როგორც დანარჩენი დაკავებულები.
„დაკავებულია გურამ რჩეულიშვილი, ის სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცველებს ნამდვილად არ ჩაბარებია, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია და ამ ეტაპზე ის გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში. არ ვიცი ნამდვილად, დღეს დაიკითხება თუ არა და როდის დაიკითხება. დანარჩენებს აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა და გადაყვანილები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.