სამართალი
სასამართლომ "ცენტრ პოინტის" საქმეზე ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" საქმეზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი დარბაზშივე დააპატიმრეს.

 პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებულების ჩარკვიანისა და მინდელის ადვოკატები კი აღკვეთის ღონისძიებად  20-ათას ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

 შემდეგი სასამართლო პროცესი  1 სექტემბერს 12 საათზე დაინიშნა.

 მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანისა და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც თანხების მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.