პოლიტიკა
“დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ, საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები” – კვირიკაშვილი

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით,  საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ტარდება, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.

 „მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.