აქტუალური
„დაკითხულმა სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ "იმედში" შეჭრის ბრძანება მერაბიშვილმა და ადეიშვილმა გასცეს“ – ჯარჯი წიკლაური

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. "ადვოკატები ცდილობენ, სასამართლო დააჯერონ იმაში, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი არაფერ შუაში არიან "იმედის" დარბევასთან. დაიკითხნენ მოწმეები, შსს- ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც დაადასტურეს, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი 7 ნოემბერს დღის ბოლოს შეკრებილი იყვნენ მოდულის შენობაში და მათი მითითებით წავიდნენ სპეცრაზმელები "იმედში". ადეიშვილი და მერაბიშვილი მოდულიდან ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მათი მითითებით მოხდატელეიმედის” ძვირად ღირებული აპარატურის განადგურება და ჟურნალისტებზე ძალადობა. მოწმეების ნაწილი მოქმედია, ნაწილი - ყოფილი. მაღალი თანამდებობები ეკავათ კონტრდაზვერვაში და არ უნდა გახმაურდეს მათი ჩვენების დეტალები", - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

 „არცერთ მოწმეს არცერთი მინისტრი თვალით არ უნახავს. ოპოზიცია გეგმავდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გადატრიალებას. არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა "იმედის" დარბევის ბრძანება გასცეს. თქვეს, რომ იგეგმებოდა გადატრიალება და ესკალაციის ჩახრჩობის გამო მათმა ხელმძღვანელებმა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს", - განაცხადა, თავის მხრივ, გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 პროცესი 21 ივლისისთვის გადაიდო.

 პროცესზე ასევე ჩვენება მისცა ცნობილმა ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ, რომელიც მოჰყვა, თუ როგორ შეცვივდნენ ნიღბიანი და უნიღბო სპეცრაზმელები ტელეკომპანიაში, მხეცურად დალეწეს ძვირად ღირებული აპარატურა ავტომატების კონდახებით, ცემეს ზოგიერთ თანამშრომელს, დანარჩენები კი, ქალიშვილებიცა და ჭაბუკებიც, იატაკზე პირქვე დააწვინეს, მათ შორის, თავად  ისიც, ფეხმძიმე...