აქტუალური
„პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრების ძალიან კარგი შემცვლელები“ – დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შესაძლო შემცვლელებს შეეხებოდა.

 „ეს უკვე პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრებიძალიან კარგი შემცვლელები და მე მას წარმატებას ვუსურვებ ამაში, რადგან ჩვენ ძალიან კარგი მინისტრები გვჭირდება მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელები დატოვებენ თანამდებობებს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 მისი თქმით,  რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრი იყო ძალიან კარგი მინისტრი.

 „დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობაზე ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც გააგრძელებს ამ სფეროში ძალიან წარმატებულ რეფორმებს, პოლიტიკას, გვარები უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

 “მე ვიქნები მაჟორიტარი საბურთალოს ოლქში, ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით... ვიბრძოლებ აუცილებლად”, - განაცხადა უსუფაშვილმა.