პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალი სახეების პრეზენტაცია ილია მართლის სახლ–მუზეუმში

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ  გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მომავალი  საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. გუშინდელ ღონისძებას ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, ძირითადად – ძველი პლეადის, რომელიც შემწეობას მეცენატ ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობისას იღებდნენ, მთავრობის მოქმედი წევრები და პარლამენტარები „ქართული ოცნებიდან“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების მიერ უკვე დავიწყებული, ედუარდ შევარდნაძის ხანის პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები.

 ღონისძიება თბილისის მახლობლად, საგურამოში, ილია მართლის (ჭავჭააძის) სახლ-მუზეუმში გაიმართა.

 ცნობისათვის: ილია ჭავჭავაძე (1987–1907) – გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი, იურისტი, განმანათლებელი, გამომცემელი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, საქართველოში ერის მამად წოდებული. 1987 წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კანონიზირებული და წმინდანთა რიცხვს მიკუთვნებული, სახელით „ილია მართალი“.

 თავადი ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი იყო, განათლება სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო და რუსეთის იმპერატორის მიერ რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – სახლემწიფო საბჭოში წევრად დაინიშნა.

 ჭავჭავაძის ნაწარმოებები დაწერილია ქართულ და რუსულ ენებზე. ჭავჭავაძე ქართულად თარგმნიდა პუშკინს, ლერმონტოვს, ტურგენევს, ხოლო ჟურნალ „ივერიის“ მთავარი რედაქტორობისას ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოზარდი „სოსელოს“ 7 ლექსი (იოსებ სტალინის პოეტური ფსევდონიმი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას).

 ილია ჭავჭავაძემ ანდერძად დაუბარა ქართველებს, დაეცვათ ენა, მამული და სარწმუნოება, ის საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავდა და გეორგიევსკის ტრაქტატს საქართველოსთვის უდიდეს მადლად და ხსნად მიიჩნევდა.

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში არიან თამარ ჩუგოშვილიგიორგი გახარიაირაკლი კობახიძეაკაკი ზოიძეარჩილ თალაკვაძეთამარ ხულორდავაირინა ფრუიძეკახა კუჭავამამუკა მდინარაძემარიამ ჯაშინინო გოგუაძერომან კაკულიასოფო კილაძესოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს, სამეცნიერო ხარისხები დაიცვეს დასავლეთის ინსტიტუტებში და მუშაობდნენ დასავლურ სტრუქტურებში, პროგრამებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

 1. თამარ ჩუგოშვილი - იურისტი, 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, არის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრი, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე.

 2. გიორგი გახარია - 2012 წლიდან დღემდე - ბიზნესომბუდსმენი. დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი, არის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ბიზნესის მართვის მაგისტრი.

 3. ირაკლი კობახიძე  - იურისტი, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში დაიცვა, არის ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 4. აკაკი ზოიძე - დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით.

 5. არჩილ თალაკვაძე - მენეჯმენტის სპეციალისტი, მუშაობდა USAID-ის პროგრამაში, ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

 6.  თამარ ხულორდავა - სამართალმცოდნე. მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში, იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის წევრი. ამჟამად არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე.

 7. ირინა ფრუიძე  - ფსიქოლოგი და ექიმი. ,,რა, სად, როდის“ ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი.

 8. კახა კუჭავა - ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ამჟამად საქმიანობს კერძო სექტორში სამთო მოპოვების სფეროში.

 9. მამუკა მდინარაძე - სამართლის დოქტორი. ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე, საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი.

 10. მარიამ ჯაში - ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე,  სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი.

 11. ნინო გოგუაძე - საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ამჟამად არის თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე.

 12. რომან კაკულია - ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

 13. სოფო კილაძე - იურისტი. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და შსს აკადემიის პრორექტორად საქართველოში.

 14. სოფო ქაცარავა -  უცხო ენების სპეციალისტი. იყო დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. მუშაობდა ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, პროექტების კოორდინატორად, აგრეთვე სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელად.

 15. სოფო ჯაფარიძე  - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. სასჯელაღასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.