საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. "Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის 50%, ბრიტანეთის გამოკითხული მოსახლეობის 47% და გერმანიის გამოკითხული მოსახლეობის 36% თვლის, რომ მიგრაცია მათი ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს. მონაცემები მიღებულ იქნა ფრანგული კვლევითი კომპანიის Ifop და ბრიტანული კომპანია Populus-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
პასუხად კითხვაზე „ეთანხმებიან თუ არა ევროპელები იმას, რომ იმიგრაციის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებნი სამუშაო ადგილებს კარგავენ მიგრანტების სასარგებლოდ?“ —დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა — 24%-მა პასუხი ვერ გასცა. ამ საკითხში კარგად გარკვეულნი აღმოჩნდნენ საფრანგეთისა და გერმანიის მცხოვრებნი —ფრანგების მხოლოდ 5%-მა და გერმანელთა მხოლოდ 6%-მა აირჩია პასუხი „არვიცი“.
გამოკითხვა დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 15-21 აპრილს კვლევითმა კომპანიამ Populus-მა ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში კი კომპანიამ IFop 2016 წლის 14-18 აპრილს. გამოკითხვაში მონაწილეობა 3042-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (989), საფრანგეთიდან (1008) და დიდი ბრიტანეთიდან (1045). შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.