სამართალი
სირიაში კიდევ ორი პანკისელი დაიღუპა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი.  სოფელ დუისის მკვიდრი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაბომბვისას დაიღუპა. ის 2003 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გროზნოში, შემდეგ კი ევროპაში წავიდა. რუსლან ქავთაროვი სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

 რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს ბექა ტოხოსაშვილს, რომელიც ორი დღის წინ შეტაკებების დროს დაიღუპა, ის სოფელ ბირკიანიდან იყო. 24 წლის ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ტოხოსაშვილი სირიაში თარხან ბათირაშვილის დაცვაში მუშაობდა.