პოლიტიკა
„ქართული პარტია“ ხელისუფლების მოქმედებას არაადექვატურს უწოდებს

guncadze„ქართული პარტია“ აფასებს ვეტერანთა აქციის დაშლას, როგორც ხელისუფლების არაადექვატურ მოქმედებას. როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ ვერ აიტანა ვეტერანთა მშვიდობიანი აქცია და მათ მიმართ გამოავლინა განსაკუთრებული სისასტიკე.

„ქვეყნის ხელმძღვანელობა იქცევა ისევე, როგორც მრავალი წლის მანძილზე იქცეოდა მოსახლეობის მიმართ. დაკავებულ იქნა „ქართული პარტის“ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრი, აგრეთვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიავენეს ჩვენი პარტიის წევრს ეკა მათიაშვილს. პოლიციის მიერ ამ ქმედებათა ჩადენას კანონთან არაფერი აქვს საერთო. ეს კორპორატიული კრიმინალია, რომელიც აგებულია ერთი ადამიანის კაპრიზზე“, - აღნიშნა გუნცაძემ.

მისი თქმით, ამგვარი პროვოკაციული მოქმედებები ჩასახავენ ხოლმე სერიოზულ პროცესებს, რომელთა მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობას დაეკისრება.