პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში სალომე ზურაბიშვილი, ბექა ოდიშარია, კობა ნარჩემაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი იქნებიან

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მაჟორიტარული და პარტიული სიის ფორმირება 18 ივლისამდე დასრულდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, “ქართული ოცნების” სიაში იქნება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შესაძლოა, “ოცნების” მხრიდან მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. ასევე, “ქართული ოცნების” სახე, შესაძლოა, იყოს “ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია.

 „ჯერჯერობით განვაგრძობ ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის და ლატვიის საპატიო კონსულის რანგში მოღვაწეობას. ამჟამად ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ამისათვის მზად თუ ვიქნები, სიამოვნებით გამოვალ კომუნიკაციაზე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველ ათეულში, შესაძლოა, მოხვდეს შევარდნაძის მთავრობის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი. გამორიცხული არ არის, სიაში ვიხილოთ ყოფილი ქონების მართვის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილიც.