აქტუალური
ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოდან გრანტის სახით 50 ათას ევროს მიიღებს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. თანხა ცესკოს პროექტის “საარჩევნო განვითარების სკოლის” განხორციელებას მოხმარდება. საარჩევნო სკოლები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

პროგრამის შესახებ ცესკოში ერთობლივი განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოსა და ცესკოს თავმჯდომარეებმა.

 „წელს პირველად ცესკო იღებს პირდაპირი წესით გრანტს ევროსაბჭოსგან საარჩევნო განვითარების სკოლებისთვის, რომლებიც 20  მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ეს იქნება სკოლები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მიიღებენ საარჩევნო განათლებას სამოქალაქო განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ