აქტუალური
სწავლებაც და თინაც ერთდროულად დასრულდა!

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ქართულ-ამერიკული სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება დღეს უკვე საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. ასეთი პროგრამები სასარგებლოა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, სასარგებლოა ასევე ამერიკელებისთვის. წინ ძალიან ბევრი წელი გვაქვს, როდესაც კიდევ უფრო მეტი აქტიურობით, ინტენსიურობით მოხდება ცოდნის, გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ურთიერთგაზიარება იმისათვის, რომ ჩვენების მზადყოფნის დონე თავსებადი იყოს იმ მოთხოვნებთან, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უყენებს ასეთი ტიპის ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და... გადადგა.

 ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებს მოიცავდა. დახურვის ცერემონიალზე კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, რესპუბლიკური პარტიის გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სწორედ თინა ხიდაშელის დამსახურებით შემოვიდა საქართველოში  აშშ–ის მე–6 ფლოტი.