საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. კალიფორნიის მკვიდრი საკუთარ iPhone-ზე დაქორწინდა. ცერემონია ლას-ვეგასის ერთ-ერთ სამლოცველოში გაიმართა (ვიდეო იხ. აქ). ამის შესახებ Лента.ру წერს. მამაკაცმა სმარტფონის შალითაზე ბეჭედი მიამაგრა და მას შემდეგ, რაც “მღვდელმა” მათი კავშირი დაამოწმა, შიგ არათითი გაუყარა. ცერემონიას საქმროს მეგობრები ესწრებოდნენ. ამერიკელის აღიარებით, iPhone-თან ურთიერთობა მის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩადიან ლას-ვეგასში, რათა სახალისოდ სხვადასხვა უსულო საგანზე იქორწინონ. თუმცა, ასეთ კავშირს იურიდიული ძალა არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩინეთში 19 წლის დუონმა საკუთარი ახალშობილი გოგონა iPhone-სა და მოტოციკლის შესაძენად გაყიდა. თინეიჯერმა მამამ გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტში განათავსა. როდესაც გოგონას 18 დღე შეუსრულდა, ის ერთმა მამაკაცმა თავისი დისთვის 3 500 დოლარად იყიდა.
ru.tsn.ua