პუბლიკაციები
კემერონი და მიკროფონი (ვიდეო)

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს კიდევ ერთხელ დაავიწყდა ინტერვიუს შემდეგ გამოურთავი მიკროფონი და გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ღიღინ-ღიღინით წავიდა (ვიდეო იხ. აქ).

 “ხვალ ბუკინგემის სასახლეში მივდივარ, რათა გადადგომის შესახებ ჩემი თხოვნა შევიტანო - და ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება”, - განუცხადა ჟურნალისტებს დაუნინგ-სტრიტის №10-თან შეკრებილ ჟურნალისტებს კემერონმა.

 ამის შემდეგ ის მიბრუნდა და შენობისკენ გაემართა, კართან მისულმა პოლიტიკოსმა კი მოულოდნელად წაიმღერა: “დუ, დუუუუუ, დუ, დუ” და უკვე შენობაში შესულმა დაამატა: “დიახ... კარგია”.

 შეგახსენებთ, რომ ეს პირველი უსიამოვნება არ არის, რომელიც კემერონს მიკროფონის გამო შეემთხვა. რამდენიმე ხნის წინ ელისაბედ მეორესთან, კენტერბერიის არქიეპისკოპოსთან და თემთა პალატის სპიკერთან საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა ნიგერია და ავღანეთი მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად მოიხსენია, რადგან არ იცოდა, რომ მიკროფონი ჩართული იყო და მისი სიტყვები იწერებოდა. მაშინ მან პირობა დადო, რომ ამიერიდან მიკროფონებს ყოველთვის შეამოწმებდა.

 დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ პოსტს დღეს - 13 ივლისს დატოვებს. გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი გახდება.