პოლიტიკა
უსუფაშვილმა “კალაშნიკოვი” იყიდა, რათა ღალატის გამო აგულაშვილზე შური იძიოს?! - საქინფორმი

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ათი წლის შემდეგ რუსულმა კონცერნმა “კალაშნიკოვმა” განაახლა საქართველოში სამოქალაქო სასროლი იარაღის  2006 წლიდან შეწყვეტილი მოწოდება, და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მისი მოცულობის გაზრდას გეგმავს, - განაცხადა გუშინ კონცერნის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმირ დმიტრიევმა. კონცერნმა თბილისის იარაღის მაღაზია “კალიბრში” რუსეთის ფარგლებს გარეთ პირველი ბრენდ-ზონა გახსნა (დაწვრილებით იხილეთ აქ).

 გუშინვე, რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართული საგანგებო ბრიფინგის დამთავრებისთანავე, მაღაზიას პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ეწვია, რომელმაც ავტომატი “კალაშნიკოვი” შეიძინა, როგორც ამბობენ, რათა გიგლა აგულაშვილზე “ღალატის გამო” შური იძიოს.

 არა, იმისთვის არა, რაც ახლა ქართველმა მკითხველმა გაიფიქრა: გუშინ გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკურ პარტიას “უღალატა” - მისი რიგები დატოვა და ივანიშვილის პარტია „ქარტულ ოცნებაში“ გადავიდა,  რითაც საპარლამენტო არჩევნებზე მარტო მიმავალი რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დარჩენა ამჯობინა.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ყოფილი პროკურორი გიგლა აგულაშვილი, რომელსაც ისეთი ხმაურიანი საქმეები მიჰყავდა, როგორიცაა ჯაბა იოსელიანისა და იგორ გიორგაძის საქმეები, რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო 11 წლის განმავლობაში.

 აი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი, რომლებმაც საბოლოოდ დააშორეს ერთმანეთს ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები, დღეიდან მთელ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მინისტრებად მუშაობის წლებში მოიპოვეს, საკუთარ „რესპუბლიკურ“ ინტერესებში გამოიყენებენ...