საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის ომზე და ომისშემდგომ მოვლენებზე შექმნილმა ფილმმა “სხვისი სახლი” (“House of Others”, რეჟისორი - რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერები - კატერინა გეჩმენ-ვალდეკი და ნადეჟდა გორშკოვა) კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა სექციაში “East of the West” (Karlovy Vary International Film Festival). ფილმი რუსეთის მიერ შეიქმნა რფ-ის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოსთან, ესპანეთთან და ხორვატიასთან კოპროდუქციით.
ფესტივალზე ფილმის ჩვენების შემდეგ ბრედ პიტის კინოკომპანიამ Plan B Entertainment-მა მის შემქმნელებს თანამშრომლობა შესთავაზა. ცნობილია, აგრეთვე, რომ ფილმი ჩვენებისთვის მოითხოვა კომპანია Sony Classic-მა. შემოთავაზებების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
კინოსურათი “სხვისი სახლი” მოგვითხრობს ორი ოჯახის ამბავს საქართველოში 1990 წლის სამოქალაქო ომის დროს. ადამიანები საჩქაროდ იკავებენ სახლებს, რომელთა მფლობელები ომს გაექცნენ. თუმცა, ახალი პატრონები მშვიდობიან ცხოვრებას ვერ იწყებენ. ორმა ოჯახმა აფხაზეთში ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელი ომი გადაიტანა. ვინაიდან ისინი გამარჯვებულთა მხარეს არიან, დამარცხებულების მიერ ნაჩქარევად მიტოვებულ სახლებში ჩასახლების უფლება მისცეს, მაგრამ მათ იქ ახალი მშვიდობიანი ცხოვრების დაწყება არ ძალუძთ: ომი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება, რადგან ბრძოლა მათ სულებს უფლეთს.
ფილმი ფართო ეკრანზე 21 ივლისს გამოვა, მისი ჩვენება, მათ შორის, ოდესაში შედგება.
რას იტყვის ამაზე გუბერნატორი სააკაშვილი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის დროს 20 მილიონ დოლარად ცრუ ფილმი “აგვისტოს 5 დღე” შექმნა, რომელმაც ხუთ ჩვენებასაც ვერ გაუძლო?! ამიტომ კინოფილმ “სხვისი სახლის” წარმატებას ყველანაირად ჩქმალავენ - ის ხომ არა მარტო სააკაშვილის გარეშე შეიქმნა, არამედ საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან აახლოვებს...