პუბლიკაციები
მოვითხოვთ სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯას

 სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

ქართველი საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს. ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტმა რეჟიმმა განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს. სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში, სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ძალადობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს!

ავთანდილ არაბული აკადემიკოსი

თემურ ნანეიშვილი აკადემიკოსი

ალქსანდრე ხარაზიშვილი აკადემიკოსი

თამაზ ჯოლოგუა პროფესორი

გოგი ანთელავა პროფესორი

ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი

ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენი

შოთა გლურჯიძე მხატვარი

კოტე ჯანდიერი მწერალი

ბიძინა გეგიძე საზოგადო მოღვაწე

ბასა ფოცხიშვილი რეჟისორი

ნანა შონია მსახიობი

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მომღერალი

გელა დოლიძე ფიზიკოსი

გიგა ბათიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობი

თემურ გოცაძე საქართველოს სახალხო მხატვარი

მარინა ჯანაშია საქართველოს სახალხო არტისტი

გოგი პაპინაშვილი მსახიობი

ნუგზარ ბაგრატიონი რეჟისორი

ზურაბ ყიფშიძე მსახიობი

ნანა კაკაბაძე უფლებადამცველი

გელა ნიკოლაიშვილი იურსტი

გია ტაბლიაშვილი იურისტი

ენძელა მაჭავარიანი ჟურნალისტი

ხელმოწერები გრძელდება