პოლიტიკა
სოზარ სუბარი: „რჩეულიშვილებმა გადაწყვიტეს, მათ მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინათ“

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 „როცა ჩვენ მენაშენეთა კონკურსი გამოვაცხადეთ, ამას ჰქონდა ორი მიზანი. პირველი და უმთავრესი იყო დევნილების ბინებით დაკმაყოფილება, მაგრამ პარალელურად, მნიშვნელოვანი მიზანი იყო, რომ წლების წინ გაჩერებული მშენებლობების დამთავრებისთვის ხელი შეგვეწყო. რჩეულიშვილმა ამ კონკურსში მონაწილეობა ორჯერ მიიღო. პირველად მან, უბრალოდ, ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და საბანკო გარანტიის გარეშე, ბუნებრივია, სახელმწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა. რადგან აღმოვჩნდებოდით იმ ათასობით მოტყუებული მოქალაქის რიცხვში ჩვენც, ჩვენი სამინისტრო, ბიუჯეტი და დევნილებიც”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 „იმის ნაცვლად, რომ ამ წლების განმავლობაში მათ ეზრუნათ მათგან მოტყუებული მოქალაქეების დაკმაყოფილებაზე, არაფერს იკლებდნენ და როცა სისხლის სამართლებრივი დევნა რაღაც ეტაპზე გადავიდა, გადაწყვიტეს, პოლიტიკური განცხადებებით დაიძვრინონ თავი“, - განაცხადა სუბარმა.