აქტუალური
Business Georgia და “საქართველოს ბანკი” ფორუმ “მედიაინდუსტრია 2016“–ს ჩაატარებენ

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი.  მედიაკომპანია Business Georgia და “საქართველოს ბანკი”, პირველად საქართველოში, მასშტაბურ ბიზნესფორუმს „მედიაინდუსტრია 2016“ გამართავენ. ფორუმი მედიაინდუსტრიის თემაზე  წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნესლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნესს შორის. ფორუმის მიზანია, წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედიაინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედიაინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.