სამართალი
მოშიმშილე ვეტერანთა აქციაზე გუშინ დაკავებული თერთმეტი პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა, თუმცა თითოეულ მათგანს 400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
“საქალაქო სასამართლომ წარმოდგენილი პირები სამართალდამრღვევად ცნო ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში“– ნათქვამია 4 იანვარს განხილულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.ვეტერანთა აქცია პოლიციამ 3 იანვარს იძულებით დაშალა გმირთა მოედანზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე ომის ვეტერანები 27 დეკემბრიდან შიმშილობის აქციას მართავდნენ მძიმე სოციალური პირობებისა და იმ "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს.