რელიგია
„დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება, სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ“ – ილია მეორე

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. 10 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 პატრიარქმა გიორგი მთაწმინდელისა და კირიონ მეორის ღვაწლზე იქადაგა.

 „შევთხოვთ ამ ორ წმინდანს, რომ მშვიდობა და ურთიერთგაგება სთხოვონ უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება, სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.