სამართალი
საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ვაჟა გ. თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ვაჟა გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაკაროვის კონსტრუქციის 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი, არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი და 27 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.