სამართალი
შსს-მ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. შსს–ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი ბონდო . დააკავეს.

ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა.

ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.