უცხოეთი
საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ამერიკის საელჩოსთან ბრატისლავის ცენტრალურ მოედანზე ლოზუნგით „დიახ – მშვიდობას, არა – ნატოს“.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ ბლოგის გაფართოების შეჩერებას და მათ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებისთვის ხელისშეშლას, ასევე სლოვაკი ჯარისკაცების გაგზავნის შეწყვეტას რუსეთის საზღვრებთან. ისმოდა მოწოდებები, არ ჩაითრიონ სლოვაკეთი უცხო ინტერესთა ომში.
„ჩვენ არ გვსურს, რომ სლოვაკეთი შედიოდეს ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც ნატოა, რომელიც დაუფიქრებლად აჩაღებს ომებს, ანგრევს ქვეყნებს, რომელიც დამნაშავეა მილიონობით ადამიანის დაღუპვაში. ჩვენ არ გვწამს სარეკლამო განცხადებების, რომ ნატო ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აცხადებს აქტივისტი დუშან ბოროვსკი.