ვარშავის სამიტზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის ახალი ინიციატივები გაჟღერდა.
როგორც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საჰაერო თავდაცვაზე გაკეთდა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2011 წლის შემდეგ ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია მიღებული არ ყოფილა და მნიშვნელოვანია, რომ ვერშავაში ეს დეკლარაცია შედგა.
„არის ახალი ინიციატივებიც, რომელიც ემსახურება ერთადერთ ამოცანას, გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი გაკეთებულია საჰაერო თავდაცვაზე. საუბარი იყო შავ ზღვაზე, სადაც საქართველო მიწვეულია სტრატეგიულ პარტნიორობის დიალოგის ფორმატში. საქართველო სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმავს კონკრეტულ ინპლემენტაციას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.