პუბლიკაციები
საქართველო ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატია - პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

 საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ, ვარშავის სამიტზე მყოფ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "თავისუფალი და დამოკრატიული ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის კონცეფცია ჯერ არ დასრულებულა. საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული“.

გარდა ამისა, მან უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამიტზე ასევე განიხილება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი.