სამართალი
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერები ბაზრობაზე მომუშავე და გარემოვაჭრე მოქალაქეებს შეხვდნენ

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე  და არჩილ ბენიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “დინამოს” სტადიონისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრე და ბაზრობაზე მომუშავე თანამოქალაქეებს შეხვდნენ.

 „თუ გვინდა, რომ მედიკამენტები იყოს საყოველთაო დაზღვევის ფორმატში, თუ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო საჯარისო ნაწილები აღარ განთავსდეს და საქართველო არ იყოს გამოყენებული იმპერიათა დაპირისპირების პოლიგონად, თუ გვინდა, რომ ქართული, ეროვნული, სოციალურად გაწონასწორებული სიტყვა ისმოდეს პარლამენტში, მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომმემარცხენე ალიანსსდაუჭირონ მხარი, -  განუცხადა კახა ძაგანიამ ჟურნალისტებსა და გარემოვაჭრეებს.

 „ჩვენი მთავარი დაპირება იქნება სამართლიანობის აღდგენა და ბიზნესის ხელშეწყობა. წარმოებაში იქნება ადამიანი ჩართული, ინდივიდუალური მეწარმე, თუ სოფლის მეურნეობით დაკავებული, სწორედ ისინი არიან მთავარი დოვლათის შემქმნელები და არა ის ოლიგარქები, რომლებიც ფლობენ ქვეყნის სიმდიდრეების 90 პროცენტს“, - განაცხადა  პაატა ჯიბლაძემ.