სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონული კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: ვაჰდი აბდულ ს., ათილლა . და მეჰმეთ ალი . ბათუმში დააკავეს.

ვაჰდი აბდულ ს-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, მეჰმეთ ალი ი-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში. ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.