სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით . დააკავეს.

დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში” შეუფერხებლად მიღება-ჩაბარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 2500 ლარი.