პოლიტიკა
საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს პროცესი არის შეუქცევადი - ვარშავის სამიტის საჯარო გზავნილები

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახმოვანებული იქნა საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს საჯარო გზავნილები.

გამოქვეყნებული ტექსტი 10 პუნქტისგან შედგება და მათგან ძირითადია შემდეგი:

 - ცალსახად დადასტურდა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს პროცესი არის შეუქცევადი.

 - ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ნატოში გაწევრიანების გზაზე და უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები აახლოებს საქართველოს წევრობასთან.

 - ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

 - ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

 - ნატო საქართველოს თავდაცვის სფეროში დამატებით დახმარებას გაუწევს. კერძოდ, საუბარია: 1. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე; 2. სამხედრო განათლებასა და წვრთნებზე; 3. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებზე.