აქტუალური
თინა ხიდაშელი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ვარშავის სამიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. სამიტის წინ გამართულ შეკრებაზე, რომელსაც ჰოლანდიის, ესტონეთის, სლოვენიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები, ბელგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი განიხილეს.

 “საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის არსებობს დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში. როგორც ჰოლანდიის, ასევე ესტონეთისა და  დანიის პრემიერ-მინისტრები ცალსახად აცხადებენ, რომ მცდელობას არ დაიშურებენ, ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და საქართველოში უსაფრთხოებისა და  თავდაცვისუნარიანობის ღონისძიებები გაძლიერდეს.  მათი მხარდაჭერა ისედაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს,  რომ ეს კიდევ გაფართოვდება ვარშავის შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 შეხვედრას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ესწრებოდნენ პარტიის პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი, პარტიის გენერალური მდივანი იაკობ რასმუსენი და, ასევე, პოლონეთის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე რიშარდ პეტრუ