აქტუალური
ვარშავაში გადაწყვიტეს - როგორ უპასუხონ რუსეთს

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ნატო არ შეურიგდება რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული "არასაფრენი" ზონების შექმნას, რომლებიც ალიანსის ქვეყნების ტეროტორიებს და მათ ინტერესებს ეხება, - განაცხადა ვარშავაში ნატოს მაღალი რანგის მოხელემ ანონიმურობის პირობით. ნატოში მომზადებულია მისაღები ზომების პაკეტი, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს ალიანსის შეიარაღებული ძალების გადაადგილების თავისუფლად, იუწყება ზემოხსენებული მოხელე. ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა პაკეტი ვარშავის სამიტის პირველ დღეს განიხილეს.

 ამასთან, მოხელემ არ გაამხილა, როგორ აპირებს ნატო რუსეთის მიერ დადგენილი "აკრძალული ზონების" ნეიტრალიზაციას. შესაძლოა, ნატოს წარმომადგენლებმა ამის შესახებ და სამიტზე მიღებული სხვა ზომების თაობაზე რუსულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდონ რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს, 13 ივლისს უნდა ჩატარდეს. მოხელის თქმით, ამ სხდომის დღის წესრიგი ორშაბათს და სამშაბათს მომზადდება.

 წყარომ აღნიშნა, რომ უახლესი სარაკეტო კომპლექსების С-400-ის დახმარებით რუსეთმა შექმნა რამდენიმე "აკრძალული ზონა", რომლებიც ნაწილობრივ მოიცავენ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებსა და აკვატორიებს. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მრავალდონიანი სისტემები შექმნილია ყირიმის, კალინინგრადის ოლქის, კამჩატკის და სირიის საჰაერო სივრცეებში.