საზოგადოება
არჩილ ხაბაძის შემცვლელი ზურაბ პატარაძე ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის სავარაუდო ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე ბათუმში უკვე კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ დეპუტატებთან.

 “კურიერის” გადამღები ჯგუფი შემთხვევით შეესწრო მოლაპარაკებას, რომელსაც არჩილ ხაბაძის შემცვლელი დამოუკიდებელ დეპუტატ მედეა ვასაძესთან აწარმოებდა. როგორც ის აცხადებს, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.

 “ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები, ამიტომ, ალბათ, ჯერ ნაადრევი იქნება, რამე კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ უმაღლესი საბჭოს წევრს შემიძლია შევხვდე, ვისაუბროთ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე შეხვედრის ინიციატორს არ ასახელებს. მისი თქმით, გასაუბრების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდა.