პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ვარშავის სამიტის შესახებ (ვიდეო)

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. პრემიერის თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას და დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი (ვიდეო იხ. აქ).

 "ველოდებით იმ პროგრესის დადასტურებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და ნატოსთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, და კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ალიანსში. ვარშავის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატოსთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.