აქტუალური
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი.  კენჭისყრა სტრასბურგში გუშინ გაიმართა. საქართველოსთან ერთად, ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს  უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს და უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ამ ქვეყნებისთვისაც მხარი დაუჭირეს.

კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად გადაეგზავნება სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ამავე საკითხზე ევროპარლამენტარებმა ორშაბათს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტშიც იმსჯელეს.