აქტუალური
„საქართველო და აშშ რეგიონში სტაბილურობისთვის მუშაობას ერთად გააგრძელებენ“ - მიხეილ ჯანელიძე

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს აფასებს.

 მინისტრის თქმით, ვარშავის სამიტის წინ ჯონ კერის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ შეერთებული შტატები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გვერდით დგას.

 „ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ საქართველო და აშშ ერთად გააგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.