საზოგადოება
პოლიციის მიერ ვეტერანთა აქციის დაშლა ნაციონალურმა ტელეარხებმა ვერ შეამჩნიეს

arxi-1საახალწლო ღონისძიებები და უცხოეთის სხვა ახალი ამბები ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ მაუწყებელი წამყვანი სატელევიზიო არხების საინფორმაციო გამოშვებების ბადეში მოხვდა 3 იანვარს. შინა არეულობები კი გამორჩა მათ ყურადღებას.

კერძოდ, "რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყურადღების მიღმა დარჩა 3 იანვარს გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციის დაშლა.

გმირთა მოედანზე მომხდარი ამბავი ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა იყო. ”მაესტროზე” კი ახალი ამბების გამოშვებები კვლავაც შეჩერებულია, როგორც მისი მფლობელები ამბობენ, ფინანსური პრობლემების გამო.