აქტუალური
"არანაირი საშიშროება მედიაპლურალიზმს არ ემუქრება" - ზვიად კვაჭანტირაძე

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს “რუსთავი 2”-ის საქმეზე ყურადღება არ გამახვილებულა.

 "მესმის, თქვენ “რუსთავი 2”-დან ბრძანდებით, მაგრამ მე ასეთ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, არ მგონია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა რაიმე საკითხებს, რადგან ვერანაირ რისკებს და საშიშროებებს ჩვენ ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ. ყველაფერი, ეს აჟიოტაჟი, რომელიც დროთა განმავლობაში მწიფდებოდა საქართველოში თქვენი კოლეგების აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, ფუჭია და არანაირი საშიშროება მედიაპლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში არ ემუქრება", - განაცხადა ჟურნალისტებთან  ზვიად კვაჭანტირაძემ.