პუბლიკაციები
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა

 კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა და ვაფასებ თქვენს ვიზიტსა და  მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, - ამსიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 პრემიერის შეფასებით, NATO-ს სამიტის წინ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 "ჩვენ მადლიერნი ვართ ამერიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისადმი. ძალიან მოხარულივარ, რომ დღეს ვატარებთ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას. ამ სესიისთვის ჩვენ მზად გვაქვს ხელშესახები შედეგები და განსაკუთრებითსასიხარულოა, რომ ხელს ვაწერთ თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, სასიხარულოა, ასევე, USAID-ის ფარგლებში გათვალისწინებული ახალი პროგრამებიც",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამ პროცესში ამერიკის მხარდაჭერაზე  გაამახვილა ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 "პრეზიდენტ ობამას სახელით მინდა გამოვხატო, რაოდენ მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვართ იმ გზაზე, რომელზეც დგახართ დამოუკიდებლობის  25 წლისმანძილზე - ვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და თავისთავად, როგორც ქვეყანა, უდიდეს პატისვისცემასიმსახურებთ იმის გამო, რომ ინარჩუნებთ სურვილს, თქვენი მზერა დასავლეთს მიაპყროთ. თქვენი ქმედებები არაა მიმართული დამსჯელობითი, შურისმაძიებლურიმიზნებისაკენ და მოქმედებთ თქვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ამისთვის ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ. თქვენ გაატარეთუმნიშვნელოვანესი რეფორმები, ელოდებით არჩევნებს ოქტომბრის თვეში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის მნიშვნელობაც იმაში მდგომარეობს, რომ იგიმოახდენს უდიდეს გავლენას საზოგადოების აზრზე იმის შესხებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო. ვიცი, რომ ამჟამად უსაფრთხოებასთანდაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგახართ. ამჟამად, ამ პრობლემის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას. ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასაიამოვნოა თქვენთანთანამშრომლობის შესაძლებლობა - შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში, რომლებსაც დღეს მოეწერება ხელი და ასევე გვექნება შესაძლებლობა,გამოვაცხადოთ დამატებითი ღონისძიებების შესახებაც", - აღნიშნა ჯონ კერიმ.

 საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე შეაჯამეს ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა,ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით.

 დაისახა თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები.

 მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა წარმატებულად შეაფასეს დააღნიშნეს, რომ სხდომის პლენარული სესიის ყოველწლიურად ჩატარება, სტრატეგიული პარტნიორობის საკვანძო მიმართულებების უმაღლეს დონეზე განხილვისსაშუალებას იძლევა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული დაგლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე და დემოკრატიის ხელშეწყობაზე.

 ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებსაც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ეწერება ხელი, მათ შორისაა მემორანდუმი საქართველოსა დაამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ; საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლოთანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების შესახებ; ასევე, განიხილეს USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა“, რომელიც საქართველოსრეგიონებში, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.