საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო გასული სათათბირო ოთახში. რამდენიმე დღის წინ კი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მაგდა პაპიძე ერთხმად ცნო დამნაშავედ.
მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას პროკურორი და მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ითხოვდნენ, ადვოკატი კი მინიმალურ სასჯელს მოითხოვდა.
სხდომათა დარბაზში სიტყვის უფლება მიეცა თავად ბრალდებულს, რომელმაც აღნიშნა, რომ რაკიღა ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, სასჯელის რა ზომას გამოიყენებს მოსამართლე. სასამართლო დარბაზიდან მაგდა პაპიძემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯონ, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.