საზოგადოება
საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„უახლოეს დღეებში დავიწყებთ პირველ რიგში მაჟორიტარების წარდგენას. არ გამოვრიცხავ, რომ მალევე მოხდეს პარტიის სიის ძირითადი ნაწილის წარდგენაც. ეს პროცესი ძალიან აქტიურად დაიწყება. ამ დღეებში გახდება ცნობილი ბევრი სიახლის შესახებ“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.