სამართალი
სუს-ის უფროსმა სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ქაშუეთის ეკლესიაში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 “ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. პროკურატურა იძიებს ამ თემას და იმედია, დაისჯება ყველა, ვინც ამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა, ზეწოლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დააკავეს სულხანი და როგორი გამოვიდა ციხიდან. მე მგონი, ეს პასუხია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კითხვა, რა მოუვიდა, იყო თუ არა ძალადობა განხორციელებული ამ ადამიანის მიმართ”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.