პოლიტიკა
საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ჯონ კერის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები, ასევე ამერიკის ელჩი საქართველოში დახვდნენ. ოფიციალური შეხვედრები კანცელარიაში გუშინ გაიმართა.
სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრემიერ–მინისტრს, რის შემდეგაც გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა.
სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჯონ კერი ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრის შემდეგ კიევში გაემგზავრება, საიდანაც ვარშავას ეწვევა და ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.